ადამიანის უფლებათა კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა კომიტეტი
ჩამოყალიბდა სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა საერთაშორისო პაქტის საფუძველზე (მუხლი 28). იგი შედგება თვრამეტი წევრისგან, რომლებიც გამოირჩევიან „უნაკლო მორალური ხასიათით და აღიარებული კომპეტენციით ადამიანის უფლებათა სფეროში“ (მუხლი 28 (2)). დიდი ყურადღება ექცევა მათ სამართლებრივ გამოცდილებას. წევრები მსახურობენ ოთხი წლის განმავლობაში და იცვლებიან როტაციის პრინციპით. კომიტეტს შეუძლია პერიოდული ანგარიშების განხილვა, სახელმწიფოთაშორისი საჩივრების და ინდივიდუალური შეტყობინებების მიღება დამატებითი ოქმის თანახმად. ადამიანის უფლებათა კომიტეტის დატვირთვა სულ უფრო იზრდება, ვინაიდან იზრდება მონაწილე მხარეების რიცხვი და მატულობს კომიტეტის პასუხისმგებლობა საკუთარი სამუშაოს მიმართ.
Source: სმიტი რონა კ. ადამიანის საერთაშორისო უფლებები: სახელმღვანელო. [მეორე გამოცემა]–რედ. გიორგი ჯოხაძე თარგმანი: მანანა კობიაშვილი,–ოქსფორდის უნივერსიტეტის გამომცემლობა, – „სეზანი“.
Georgian encyclopedia.
2013.
Смотреть что такое "ადამიანის უფლებათა კომიტეტი" в других словарях:
გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტი — ასრულებს ოთხ ძირითად ფუნქციას: 1) შეისწავლის სახელმწიფოთა მოხსენებებს პაქტის მოთხოვნათა შესრულებასთან დაკავშირებით; 2) აყალიბებს საერთო წესის შენიშვნებს; 3) განიხილავს მონაწილე სახელმწიფოთა საჩივრებს სხვა მონაწილე სახელმწიფოებზე ამ უკანასკნელთა… … Georgian encyclopedia
ადამიანის უფლებათა არაბული ქარტია — 1944 წელს არაბეთის სახელმწიფოთა ლიგის წევრმა ქვეყნებმა მიიღეს. თუმცა ამას არ მოჰყოლია რატიფიცირება. ქარტიაში იყო ადამიანის უფლებათა მიწოდების მცდელობა ისტორიული ისლამური შარიათისა და სხვა რელიგიური კანონების გათვალისწინებით, რასაც უფრო ბუნებრივად … Georgian encyclopedia
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო — • 1950 წლის კონვენციით დაარსდა, შედგება იმდენი მოსამართლისაგან, რამდენიც არის მაღალი ხელშემკვრელი მხარე. დღესდღეობით მათი რაოდენობა ორმოცდათხუთმეტია. სამოსამართლო საქმიანობას მოსამართლე ახორციელებს თავისი ინდივიდუალური უფლებამოსილებით და არ… … Georgian encyclopedia
ბავშვის უფლებათა კომიტეტი — გაერო ს ერთ ერთ ყველაზე პოპულარულ ინიციატივას წარმოადგენს ბავშვებთან დაკავშირებულ საკითხებზე მუშაობა. ბავშვის უფლებათა კომიტეტი პირველად 1991 წელს შეიკრიბა. მან დაიწყო სახელმწიფოთა 1989 წლის ბავშვის უფლებათა კონვენციის მოთხოვნებთან შესაბამისობის… … Georgian encyclopedia
ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტი — ევროსაბჭოს ხელმძღვანელი და დირექტიული ორგანო. მისი პრეროგატივაა მიიღოს გადაწყვეტილებები ევროპის საბჭოს საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებზე. გარდა ამისა, მინისტრთა კომიტეტი განსაზღვრავს ღონისძიებებს საპარლამენტო ასამბლეისა და ევროპის… … Georgian encyclopedia
რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტი — რასობრივი დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ საერთაშორისო კონვენციის მე 8 მუხლის თანახმად ჩამოყალიბდა რასობრივი დისკრიმინაციის აღმოფხვრის კომიტეტი, რომელიც კონტროლს უწევს კონვენციის პირობების შესრულებას. ეს გაერო ს მიერ შექმნილი… … Georgian encyclopedia
მიგრანტ მშრომელთა კომიტეტი — 1990 წელს გენერალურმა ასამბლეამ მიიღო ყველა მიგრანტი მშრომელისა და მათი ოჯახის წევრების უფლებათა დაცვის საერთაშორისო კონვენცია. 2003 წლის 1 ივლისს ძალაში შესვლიდან მას ჰყავს ოცდაექვსი წევრი სახელმწიფო. კონვენციის 72 ე მუხლის თანახმად შექმნილია… … Georgian encyclopedia
ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების საკითხთა კომიტეტი — პირველად 1987 წელს შეიკრიბა. სხვა კომიტეტებისგან განსხვავებით, იგი არ შექმნილა შესაბამისი პაქტის ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ უფლებათა პაქტის (1996) – საფუძველზე. უფრო სწორედ, იგი ჩამოყალიბდა 1985 წელს ეკონომიკური და სოციალური საბჭოს მიერ… … Georgian encyclopedia
HRC — • ადამინის უფლებათა დაცვის კომიტეტი. Source: ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებები = Economic, Social and Cultural Rights : სახელმძღვ. / რედ.: ასბორნ ეიდე, კატარინა კრაუზე, ალან როსას ; თარგმანი ნანა ჯაფარიძე ჭყოიძისა მე 2 განახლ. გამოც.… … Georgian encyclopedia
ბავშვთა უფლებები და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კონვენცია — ბავშვის უფლებათა შესახებ – კონვენცია თავს უყრის როგორც ბავშვებთან დაკავშირებულ, ისე სოციალური და ჰუმანიტარული სამართლის სფეროში ადრე მიღებულ რიგ დეკლარაციასა და სამართლებრივ მექანიზმს. ზოგადად, ყველა ადამიანს, ვისაც ჯერ არ შესრულებია 18 წელი,… … Georgian encyclopedia